воскресенье, 18 апреля 2010 г.

ჩემი სკოლა იუბილარია

პროექტის  სახელი: "ჩემი სკოლა იუბილარია"

პროექტის მოკლე აღწერა: 70 წლის იუბილარი სკოლის არსებული მატიანისა და მუზეუმის გამდიდრება ახალი ინფორმაციითა და ფოტო მასალით. სხვა იუბილარი სკოლის მოძიება და მათთან დამეგობრება.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები სკოლის მუზეუმისა და ვებ–გვერდის კარგად გაცნობის შემდე იყოფიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებად და ინაწილებენ სამუშოს შემდეგნაირად:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგროვილი ახალი ინფორმაციის მოპოვება.( თუ რა შეიცვალა წინა 60 წლის იუბილის შემდეგ სკოლის ინტერიერსა თუ ცხოვრებაში;
  • სკოლის ცნობილ კურსდამთავრებულებთან კონტაქტის დამყარება და მათ მიღწევებზე ინფორმაციის მოპოვება;
  • ფოტო ალბომის დამზადება განახლებულ სკოლასა და სკოლაში არსებულ სექციებზე;
  • ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება სხვა იუბილარ სკოლაზე;
  • პატარების ჯგუფი მოაწყობენ საკუთარი ნახატების გამოფენას "ჩემი მომავლის სკოლა";
  • მომზადებული მასალის განლაგება სკოლის ვებ გვერდზე;
  • საიუბილეო საღამოზე სკოლის სააქტო დარბაზში სადაც სკოლის მოსაწავლე მასწავლებლებთან ერთ მოწვეულნი იქნებიან პენსიონერი პედაგოგები და კურსდამთავრებულები.

მონაწილეთა ასაკი; 10–17 წელი

პროექტის შესაძლო ვადები: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო ალბომი, ახალი ინფორმაცია ბუკლეტის სახით, სკოლის საიტზე ახალი გვერდის შექმნა.

სასარგებლო სხვებისათვის:

სამუშაო ენა: ქართული(და ინგლისური დამეგობრებული სკოლისთვის როცა ის  არაქართულანოვანია)

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

მონაწი


суббота, 15 марта 2008 г.

თბილისის ეკლესიები

წმინდა დავით აღმაშენებლის ეკლესია
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი.
აშენების თარიღი: ტაძრის აგება ქართველი ინტელიგენციისა და თსუ სტუდენტთა სულიერი მოთხოვნილების ნაყოფია. ამ საქმეში დიდია უნივერსიტეტის რექტორის ბატონ როინ მეტრეველის წვლილი. ეკლესია აგებულია შემოწირულობებით. ქველისმოქმედთაგან გამოვყოფდით ბანკ „გულანისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექციას. 1995 წლის 5 სექტემბერს ტაძარი აკურთხა და პირველი საზეიმო წირვა აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა.
არქიტექტურა: ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია და ემსგავსება სამწევრისის ეკლესიის შემცირებულ მოდელს. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი მარსაგიშვილი.
ხატები: ეკლესიაში დაცულია რამდენიმე ძველი რუსული ხატი: „ყაზანის ღვთისმშობელი“, „ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი (ტრიხერუსა)“, „ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი“. თანამედროვე ხატთაგან აღსანიშნავია: წმიდა მიქაელისა და წმიდა გაბრიელის, წმიდა დავით გარეჯელის, წმიდა პანტელეიმონის ხატები. მაცხოვრის, წმიდა გიორგის, წმიდა დავით აღმაშენებლის, ჯვარცმისა და კანკელის მოხატულობის ავტორია დავით აბრამია, ტაძრის დიდი ნაწილი მოხატულია ხატმწერ ამირან გოგლიძის მიერ.
ტაძრის ეზოში მდებარეობს V-VI საუკუნეების ბაზალტის სტელა ახალქალაქის ნასოფლარ დანკალიდან. მასზე გამოსახულია წმინდადის ფიგურა, სიცოცხლის ხე და ჯვარი ბოლოებგაფართოებული მკლავებით. ტაძარს აქვს სამრევლო ნაგებობა და აუზი წყალკურთხევისა და ნათლობisa.


  მეტეხი


მეტეხი ისტორიული უბანია მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც მე-5 საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მონღოლთა შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა.


მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე მეფე დემეტრე II-ის მიერ 1278-1284 წლებში საკმაოდ განსხვავებული სტილის ქართული თაღოვანი ტაძარი იყო. ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა (მეფ. 1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე.


დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინაარმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1961 წელს აღიმართა.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვონით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.
ლეგენდის თანახმად მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (მე-8 საუკ.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.
მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. სამწუხაროდ, ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ბოლო დროს ქალაქის მთავრობამ წამოიწყო ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის მე-20 საუკუნის დასაწყისის დროინდელ იერზე რესტავრაციის კამპანია.


მამადავითი



თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთაწმინდის მთის შუაწელზე მამადავითის გუმბათიანი ეკლესიაა აღმართული. სახელწოდება ,,მთაწმინდა” დაახლ. X საუკუნეში წარმოიშვა ათონის წმ. მთის მიხედვით. ამავე დროს მთას ,,მამადავითისასაც” უწოდებენ, რადგან გადმოცემის მიხედვით VI საუკუნეში ამ მიდამოებში, მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღორძინდა.

XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა.
1810 წელს დაცარიელებული მონასტრის ძველი ეკლესიის ნაცვლად ფერისცვალების სახელობის სამლოცველო იგება. მისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს.
წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესია 1859-1871 წლებში აიგო, გუმბათი კი 1879 წელს დაადგეს. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან.


ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას.
ინტერიერი XIX საუკუნის ბოლოს მოხატეს. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული.
ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი.
1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

წმ.ნიკოლოზის სახელობის


ორთაჭალაში, ი. გრიშაშვილის ქუჩაზე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა აღმართული. ამ ადგილას გვიან შუა საუკუნეებში საბაჟო იყო მოწყობილი, რომელიც 1883 წელს ანატოლიიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა შეისყიდეს და მოგვიანებით, 1846-1854 წლებში ეკლესია ააგეს. ტაძრის საბოლოო პროექტი არქიტექტორ გრ. ივანოვს ეკუთვნის. XX საუკუნის 90-იან წლებში ნაგებობას რესტავრაცია ჩაუტარდა. 1993 წელს დასავლეთ მკლავში განათავსეს პატრონიკე.


აგურით ნაგები ეკლესია ,,თავისუფალი ჯვრის” ტიპს მიეკუთვნება. დამრეც ფერდობზე მდგომი ნაგებობა აღმოსავლეთით მაღალ ცოკოლს ეყრდნობა, რომელშიც სატრაპეზოა განთავსებული. უაბსიდო საკურთხეველი ფასადზე არ გამოიყოფა. ინტერიერში - აფრებსა და გუმბათის ყელში XIX საუკუნეში შესრულებული მხატვრობის ნაშთია შემორჩენილი.
გარედან ეკლესია სადაა, შეუმკობი. შეწყვილებული სარკმლები შეღრმავებულ თაღოვან ნიშებშია ჩაწერილი. გუმბათზე ერთმანეთს ცრუ და ნამდვილი სარკმლები ენაცვლებიან ერთმანეთს. გარკვეულ ფერადოვან მახვილებს სვამს ღიობებს შორის აყოლებული პილასტრების მომწვანო კაპიტელები და ლურჯად მოჭიქული ლორფინები სვამენ.
დასავლეთის ფასადზე თაღებით გახსნილი, წახნაგოვანი გუმბათით დაგვირგვინებული სამრეკლოა აღმართული

ჯვარის მამა


მისამართი: იერუსალიმის ქ. № 8/9, ლესელიძის ქ. № 41.
ტელეფონი: 98-90-12.
ისტორია: ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იდგა ტაძარი, რომელიც მონღოლთა შემოსევის დროს დაინგრა. ეკლესია XVI საუკუნეში აღუდგენიათ, ჩვენამდე მოღწეული შენობა არქიტექტურულად სწორედ XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია. 1795 წელს აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. ხელახლა აღადგინეს 1825 წელს. ტაძარი იერუსალიმის საპატრიარქის ქართველი ბერების მეტოქი (კუთვნილება) იყო. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს ეკლესიისა და მისი შემოგარენის სარესტავრაციო სამუშაოები.
ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია. კანკელის ხატები შესულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ და შემოწირულია გარდაცვლილთა - გელა ლაითიძესა და თემურ ავაზრელის სულთა საოხად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 37, 1999 წ.


ამაღლების სახელობის ტაძარი


ისტორია და არქიტექტურა: მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. ტაძრის საძირკველი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა გასული წლის ბოლოს იკურთხა.


ამაღლების ეკლესიის პროექტის ავტორია არქიტექტორი რეზო ჯანაშია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკა იქნება, კარიბჭით დასავლეთით და შვერილი აბსიდით. ამ ადგილას ადრე მდგარა პლატონ იოსელიანის მიერ აშენებული ხის ეკლესია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაინგრა და რომლის საძირკველიც დღესაც არის შემორჩენილი. ტაძრის ზომებია: სიგრძე - 14,65 მ; სიგანე - 9 მ. და სიმაღლე - 8,8 მ. ტაძრის შიდა ფართობია 79 კვ.მ. ამაღლების სახელობის ეკლესია მოპირკეთებულია მცხეთის ქვიშა-ქვით. ტაძრის ქტიტორი გახლავთ შ.პ.ს. „ინტერსერვისის“ გენერალური დირექტორი ბატონი კობა ჩაჩუა. ტაძრის აგებაში მონაწილეობდნენ რაულ ხაბულია, დემურ გაბისონია, მშენებლები ზურაბ ყაველაშვილი, დავით ჯაჯანიძე, ზურაბ ლაშხი, ვახტანგ პაქსაშვილი, ჯამბულ უბირია, თამაზ კიკაბიძე, ზაქარია ფრიდონაშვილი, დურმიშხან ხიზანიშვილი, ნუგზარ დუგლაძე, ზაზა თანდაშვილი, არჩილ დათუნაშვილი, ვასილ ჩინჩალაძე, გერასონ იანტბერიძე, ადგილობრივი უბნის მოსახლეობა და სხვები.
მისამართი: ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის ქუჩა)


ანჩისხატი


ანჩისხატი, VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში.
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში არადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.

კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესია


თბილისის ერთ-ერთ ძველ უბან ქვემო კალაში, კლდოვან ფერდობზე 1753 წელს აგებული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაა აღმართული. ამ ნაგებობას წინ უსწრებდა 1600 წელს აშენებული ტაძარი. დღევანდელი ეკლესია პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის - ლალითას სახსრებით აიგო. იგი XIX საუკუნეში საფუძვლიანად შეაკეთეს, ცილინდრული კამარით გადახურულ დარბაზული ტიპის ნაგებობას ამავე პერიოდში დაადგეს ცრუ გუმბათი და სამრეკლო დააშენეს.


რესტავრაციის კვალის მიმანიშნებელია ქვის წყობაში შერეული აგურის ფენები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურითვე გამოყვანილი ჯვრები და რომბების მწკრივი. ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხით კლდეს მიბჯენილი ეკლესიისკენ გომის ქუჩიდან ქვის კიბე მიემართება.
კლდისუბნის წმ. გიორგის ტაძარი 1991 წლიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის

   მეტეხი 
მისამართი: მეტეხის აღმართი. მეტეხის ეკლესიის ქვემოთ კლდეზე.
ისტორია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რამოდენიმე წლის წინ გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში დაიწყო ეკლესიის პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას (საარქივო მასალები მოიძია საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ია გორგიშელმა), კლდის კიდეზე, მტკვრის პირას კლდეს „შეჭიდებულმა“ მცირე ზომის აგურის წყობამ მიიპყრო ყურადღება. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების აზრით, წმიდა აბო თბილელის ნიში მთლიანად განადგურდა ახალი ხიდის მშენებლობისას. 1951 წელს სამლოცველო მიმდებარე კლდის დიდ ნაწილთან ერთად ააფეთქეს. აქედან გამომდინარე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება აზრს მოკლებული იყო. ამიტომ ადგილი მომავალი ტაძრისათვის მიახლოებით განისაზღვრებოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიკვლეულ იქნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი, რომელზეც საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი). ამას თან დაერთო ერმაკოვის ფოტოზე - „მეტეხის ხიდი“, აბო თბილელის ნიშის მიკვლევა. მაკეტზე და თვით ადგილზეც გადაზომვების შედეგად, ასევე მოძიებული ფოტო-საარქივო ტოპოგრაფიული მასალების შეჯერებით დადგინდა, რომ ის აგურის წყობა, რომელიც მეტეხის კლდის ძირზე იყო შეზრდილი, ძველი, XIX ს-ში აგებული სამლოცველოს ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. მოგვიანებით საისტორიო არქივში მიკვლეულ იქნა წმიდა აბო თბილელის ნიშის გეგმა, რომლის აგებაც სურდათ ამ წმინდა ადგილზე.
1994 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს დაიწყო მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის ადგილისი გაწმენდის სამუშაოები. ტერიტორია გასუფთავდა 3-4 მეტრის სიმაღლის ნაყარი მიწისაგან. შემდგომმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული ჰქონდა. კერძოდ, ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი მართკუთხა ზომის ტუფის ქვა. მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვები. იქვე ახლოს წარმოჩნდა მოწამეთა ხიდის ბურჯი. აქვე მოხდა ერთი მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენა. წმიდა აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ნაძვის ხე. თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში ნაძვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთქუმნელ ჯვრად, ღვთის ნებით მოხდენილ სასწაულად აღიარა. ამჟამად ჯვარი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშია დაცული.
1995 წლის 21 იანვარს, წმიდა აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმიდა აბოს ნიშისაკენ გაემართა. ამავე დროს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა ლაშა კინწურაშვილის მიერ შექმნილი წმიდა აბო თბილელის ხატი. ნიშთან კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულის დღეს იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
არქიტექტურა: წმიდა აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში.
წმიდა აბო თბილელის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით. აშენებენ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მოქანდაკეები - ვახტანგ ბოჭორიშვილი, ზაზა ფანცულაია, დავით გომართელი და გიორგი ხელაძე. მშენებლობას აფინანსებს დვალიშვილების ოჯახი და მათთან ერთად მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 6(57), 2000 წ.


წმ.სამების სახელობის ტაძარი


მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი, სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორია.
ისტორია: ტაძრის არქიტექტორია ბ-ნი ვალერი ბახტაძე. ეკლესიის საძირკველი ეკურთხა 1999 წლის მაისში. ამავე თვეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაიწყო მშენებლობა. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. სიმაღლე - 17 მეტრი, სიგანე - 12x18 მეტრი, შიდა ფართობი - 170 კვადრატული მეტრი. მოპირკეთებულია ეკლარის ქვით.
ტაძრის აშენების ინიციატივა ქ. თბილისის მერიას და მის ხელმძღვანელს ბ-ნ ვანო ზოდელავას, ასევე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას ეკუთვნის. ტაძარი მთლიანად მორწმუნე ერისკაცებისა და მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ტაძართან აშენებულია სატრაპეზო და სანათლავი.
წმიდა სამების ტაძარი ამშენებლები: აბაიშვილი ვალიკო, თაყაძე ომარი, დანელია ზაზა, მნათობიშვილი გოდერძი, ნაზღაიძე ალექსანდრე, გვრიტიშვილი გიორგი, გვრიტიშვილი გოდერძი, ჩუბინიძე ამირანი, გორგაძე გალაქტიონი, ანთაძე ოთარი, მაცაბერიძე იური, ჯანიკაშვილი დავითი, გურალია რევაზი, მაისურაძე ბონდო, ვასილიევი ვლადიმერი, ბარნოვი თეიმურაზი.
ტიპიკონი: ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველდღიურად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 14(65), 2000

ქაშვეთი


ქაშვეთი, ხუროთმოძღვრული ძეგლი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა.

XIX საუკუნის მიწურილს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფატე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქაშვეთიკარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 ქაშვეთის ტაძარი მოხატა ლ. გუდიაშვი

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია


მისამართი: ერეკლეს მოედანი, საპატრიარქოს შენობის უკან.
აშენების თარიღი: წინათ ტაძრის მშენებლობის თარიღად XVIII საუკუნეს მიიჩნევდნენ, მაგრამ 1976 წელს ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საკმაოდ საგულისხმო წვრილმანები წარმოაჩინა. რესტავრატორებმა და არქეოლოგებმა მიაკვლიეს ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ სამ აკლდამას, რომლებიც მათში ნაპოვნ ნივთებთან ერთად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია აშენებულია არაუგვიანეს XIII-XIV საუკუნისა. ეზოს დასავლეთ ნაწილის გათხრებმა გვიჩვენა, რომ 4-6 მეტრის სიღრმეზე, ნანგრევების ფენებსა და მათზე წაყრილი მიწის ქვეშ არსებობს ძველი სასახლის ნაშთები.


სასახლე აგებული ყოფილა დიდი, კარგად ნათალი ოთხკუთხა ქვებისაგან. აღსანიშნავია, რომ ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთით დგას საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII უბრალო სასახლე - ორსართულიანი აივნიანი შენობა. ეს იყო მეფის დროებითი სადგომი აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ.
1992 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით კარის წმიდა გიორგის სახელობის ახლად რესტავრირებულ ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა. გადმოცემით, ძველი ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობის იყო.
ტაძრის რესტავრაციასა და წირვა-ლოცვის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პირველ წინამძღვარს არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი).
ხატები: ეკლესიაში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სხვები.
XIX საუკუნის დასასრულისაა რამდენიმე რუსული ხატი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (ტრიხერუსა), წმიდანი: მარიამ მაგდალინელი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, ალექსანდრე ნეველი, წმიდა სერაფიმე საროველის ხატი, რომელიც იური და იზა გელაშვილებმა შესწირეს გარდაცვლილი სულის საოხად. ტაძარი მოხატა ხატმწერმა დავით მორგოშიამ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 10, 1999 წ.

წმ. ალექსანდრე ნეველი 


ისტორია: ტაძარი asenენდა 1864 წელს, მშენებლობა მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე - რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა. ეზო რკინის ცხაურით შემოირაგა. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაიზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივით შესრულდა - საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით.
ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ამ ეკვდერის მშენებლობა მთლიანად მრევლის შემოწირულობებით განხორციელდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა გლამაზდინების ოჯახის მიერ.
მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.
1988 წელს ტაძარი ხელახლა შემოიღობა, დაიდგა ახალი კარიბჭე, სანთლების გასაყიდი ჯიხური, გარემონტდა კანცელარია, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე დაეგო ქვის ფილები.
ხატები: ტაძარში დაბრძანებულ ხატთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ.ალექსანდრე ნეველის, თეოდორესეული ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის, წმ.სერაფიმე საროველის, ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეში“, წმ.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და სხვათა ხატები.
ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 34, 1999 წ.

სამება


1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.


კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება.


ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.
„როდესაც ამ ტაძრის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში, ეკლესიური გავხდი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელი გახდა, როგორი კუთხით უნდა გვეწარმოებინა ეს სამუშაო. გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტi.


კანონიკა აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ არის უამრავი სიახლე. ის, ამავე დროს, არის თანამედროვე ქართული ტაძარი. სართულებს შორის ურთიერთობით, ვერტიკალური კომუნიკაციებით, შიდა სივრცის გადაწყვეტით, ეს არის ჯვარ-გუმბათოვნისა და ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სინთეზი. თუ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი კელდებზე ეყრდნობა, ხოლო ჯვარ-გუმბათოვანი კი ოთხ სვეტზე, სამების ეკლესია რვა სვეტზეა გაწეული. გუმბათის პარამეტრები არ არის დამოკიდებული აბსიდის ზომებზე, ამით ქალაქის იერსახეში გუმბათმა და თავად ტაძარმა უფრო მონუმენტური სახე მიიღო. მოპირკეთების დროსაც იქნება ძველის ახლებურად გადაწყვეტა. ჩვენ არაფერს ვიმეორებთ, ყველაფერი არის ახალი, მხოლოდ დაყრდნობილია ძველზე, რასაც კი ქართულის სახელი ერქვა. ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში არის ჩადებული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კოდი, რომლითაც იგი განსხვავდება ბერძნული ან სომხური ტაძრისაგან. ეს ჩვენც გავითვალისწინეთ. ახალი ტაძარი უნდა გამოირჩეოდეს სხვა ტაძრებისაგან, მაგრამ როგორ გააკეთებ ამას, ეს უკვე ოსტატობაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს არჩილ მინდიაშვილი. სამების ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით. შერჩეული მასალა საკმაოდ მტკიცე და რთული დასამუშავებელია. ბატონ არჩილის თქმით: „თავდაპირველად პროექტში სამი ტაძარი იყო: ერთი ძირითადი - საკათედრო ტაძარი და მის გვერდით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი მცირე ეკლესია. როდესაც ტაძრის ახალი ადგილმდებარეობა გადაწყდა, ეს ვეღარ მოხერხდა“.
ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.


პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.
1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს. საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. „დღეს საფუძველი ეყრება სამების ტაძარს და ამით საფუძველი ეყრება ძლიერ საქართველოს. საქართველო ეძებს თავის დასაყრდენს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საყრდენი ძლიერია იმ შემთხვევაში, თუ ერი არის მრავალრიცხოვანი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, თუ მას გააჩნია ძლიერი შეიარაღებული ძალები... თუ მას გააჩნია დიდი მეცნიერება და მაღალი კულტურა. ეს ყველაფერი საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ პირველი და აუცილებელი არის ერის სულიერი ძლიერება. აი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი და ამით ვიწყებთ ჩვენი ერის განმტკიცებას. უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. და კლდესა მას ზედა ჩვენ უნდა აღვაშენოთ ყოვლადწმიდა სამების ტაძარი და ამით ავაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძარი, რომელიც შერყეულია, დანგრეულია. ჩვენი წინაპრები თავიანთი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას. იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ამაში იყო ჩვენი ძლიერება. მტერი უპირველეს ყოვლისა, ტაძარ-მონასტრებს ანგრევდა, რადგან მან იცოდა, რომ ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანობაშია. დადგა ჟამი შენებისა. ჩვენი ერი კვლავ უბრუნდება ფესვებს, მაგრამ ამ დროს უნდა ავაშენოთ ღვთის სადიდებელი ტაძარი, რომელიც გაამთლიანებს ქართველ ერს, ყველას, ვინც სიყვარულით ცხოვრობს საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. უფალმა შეგვაძლებინოს ამ დიდი საქმის აღსრულება. რადგან ვიწყებთ ამ საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა“.


კანკელი
სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანიდან, სადაც ნათელ იღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერსუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმიდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმიდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები განისვენებენ. აფხაზეთიდან, კომანიდან, წმიდა ვასილისკოს წყაროდან. იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაპადოკიიდან, სადაც დაიბადა წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმიდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმიდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან, გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი, ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან; გელათის მონასტრიდან; ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. „ყოვლდაწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო, ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი, სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ - წერია უწმიდესის ფილაზე.
1994 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი აკურთხა. ფონდის დაფუძნებისას უწმიდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს: „ჩვენი ერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს, მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. მართალია, ზოგიერთის აზრით, იმ მატერიალური გასაჭირის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ახალი ტაძრის მშენებლობა გაუმართლებლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა, ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად, სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი“.
თავდაპირველად მშენებლობა ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, ძირითად სამუშაოებს „საქგვირაბმშენი“ აწარმოებდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია მონაწილეობდა მშენებლობაში, მრავლად იყო კერძო შენაწირებიც. უამრავმა ადამიანმა თანხა ისე გაიღო, ვინაობა არ დაუსახელებია. მშენებლობის ფონდის ინიციატივით 31-ე ქარხანამ უფასოდ დაამზადა ყულაბები წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობების მისაღებად.


დასავლეთის კარიბჭე
ტაძრის საძირკვლის ამოღება 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყეს. 2000 წლისთვის პრაქტიკულად დასრულდა მიწისქვეშა სივცის სამუშაოები, რაც დაახლოებით მთლიანი ტაძრის მოცულობას უტოლდება. როგორც სამების ტაძრის ინჟინერ-კონსტრუქტორი და ამჟამად ტაძრის ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ემზარ კიზირია აღნიშნავს: „ქვედა სივრცის ათვისების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ტაძარი უნდა დაფუძნებულიყო აუცილებლად კლდეზე, სათანადო გეოლოგიური დასკვნების შედეგად 12-13 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ის ძირითადი ქვიშა-ქვები, რომლებიც ტაძარს უდევს საფუძვლად. რაკი ამოღებულ იქნა ეს გრუნტი, გაჩნდა იდეა, მიწისქვეშა ნაწილში გაკეთებულიყო კიდევ ერთი ტაძარი - ხარების და ასევე სიწმიდეთა მუზეუმიც, სადაც ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა ადგილას არსებული სიწმიდეები განთავსდება“.
ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს.
ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის. ხშირად ისმის კითხვა: რატომ აშენებენ ტაძრებს ძველი და არა ახალი, თანამედროვე არიქიტექტურით? არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ბრძანებს, რომ „ეს არ არის სწორი, რადგან მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს... ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი“.


სამრეკლო
ხუროთმოძღვარ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „შესაძლებელია ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რა საჭირო იყო ამხელა ეკლესიის აგება, მაგრამ როდესაც აქ პირველი წირვა ჩატარდა, ტაძარში ხალხის ტევა აღარ იყო. ანალოგიური ვითარება შეიქმნა მაშინაც, როდესაც საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი ქრისტოდულოსი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა და თან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანა. როდესაც სიწმიდე ტაძარში დაასვენეს, ისეთი რიგი იყო, რომ მე თავად გამიჭირდა შიგნით შესვლა. ამდენად, რამდენი კრიტიკოსი და ოპონენტიც არ უნდა გვყავდეს, ტაძრის ასეთი ზომები დრომ და საჭიროებამ მოითხოვა. როგორც აღინიშნა, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის კიდევ ერთი თავისბურება იმაშიც მდგომარეობს, რომ გუმბათი ტრადიციული ოთხი სვეტის ნაცვლად, რვა სვეტზეა დაყრდნობილი, რამაც საშუალება მოგვცა, გუმბათის პარამეტრები შეგვეცვალა. ის ყველაზე განიერია საქართველოს ეკლესიის გუმბათებს შორის (მისი დიამეტრი 16 მეტრია), რამაც უზარმაზარი შიგა სივრვე წარმოშვა. იგი უფრო შთამბეჭდავი იქნება მაშინ, როდესაც ხარაჩოები ჩამოიხსნება. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ეკლესია არის დამოუკიდებელი, და ამავე დროს, ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული... დიდი ტაძრიდან გამოუსვლელად ყველა ეკლესიაში შეიძლება მოხვედრა. ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილს ახლავს ტექნიკური გალერეა, რომელსაც ორი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ეს იცავს ტაძრის საძირკველს რელიეფის ზემოქმედებისაგან და ამასთან ერთად, მასში გადის ყველა ის კომუნიკაცია, რაც ტაძრის მომსახურეობას სჭირდება“ - ამბობს ბატონი არჩილი.
ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.
ამჟამად, ტაძრის ძირითადი სხეულის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. ტაძარი შიგნიდან მთლიანად გაილესა, მისი გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით: ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით. ინტერიერში გამოყვანილია ქართული, ბოდბის გამარმარილოებული კირქვა, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები. კანკელი ბერძნული მარმარილოთია დამზადებული. წინასწარი გაანგარიშებით, ტაძარი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება. გარდა მოხატვისა, ეკლესიის საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭიქოს. ბატონ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „ერთ-ერთი ურთულესი საქმე იქნება მხატვრობა, რადგან აქ სირთულეს შექმნის ფრესკის მასშტაბის მონახვა თუ რა ზომის უნდა იყოს კომპოზიცია, რათა ის ამხელა სივრცეში არც დაიკარგოს და არც ამოვარდეს. გადასაწყვეტია საერთო ფერთა გამაც. რაც მთავარია, დიდი სირთულე, ალბათ, შეგვხვდება მოზაიკაში, რადგან ეს, უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ტრადიციაა“. მოზაიკით მოიჭიქება საკურთხეველი, რაც ძალზედ შრომატევადი და ამასთან ერთად მეტად ძვირადღირებული სამუშაოა.


საკურთხეველი
ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტით აქ წმიდა ილიას სახელობის ხის ეკლესიის აგება გადაწყდა და 1998 წლის აღდგომისათვის სამუშაოები დამთავრდა. ხის ეკლესია ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით სვანიძემ, სამების ტაძრის მთავარი არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის დახმარებით დააპროექტა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში ტაძარი დაიწვა. მის ადგილას დღეს ახალი, რკინა-ბეტონით ნაშენები ტაძარი დგას.
მესამე ათასწლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა სწორედ წმიდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა, რომელიც 2 ტონას იწონის. ჯვარი უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის ესკიზებით. ის თითქმის ერთი წელი მზადდებოდა. ჯერ ქარხანა „მიონში“ იყო, შემდეგ მშენებლობის უფროსი, ბატონი თამარ არველაძე დეკანოზ ტარიელ სიკინჭელაშვილთან ერთად იყო მოსკოვში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად, რათა ჯვარს ამ სახით ერთი საუკუნე მაინც გაეძლო. ბევრი მეთოდი და ახალი ტექნოლოგია მოისინჯა. ჯვარი დაიფარა სპილენძის ფირფიტებით, შემდეგ - ვერცხლით და ბოლოს მოოქროვდა. იგი უჟანგავი ლითონით დამზადდა. ამიტომ საუკუნეებს გაუძლებს.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში დაბრძანებული ჯვარი 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II აკურთხა წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან - ცხუმ-აფხაზეტის მირტოპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან (ჭანტურია) და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) ერთად.
კურთხევის შემდეგ ჯვარი მორწმუნე მრევლმა გალობით საპატრიარქოს ეზოდან ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრის ეზოში გადაასვენა, სადაც იგი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. მის წინაშე განუწყვეტელი პარაკლისები აღესრულებოდა.
6 დეკემბერს, დღისით ჯვარი საზეიმოდ აღიმართა ყოვლადწმიდა სამების ტაძრის გუმბათზე.
თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა, ხუროთმოძღვრის თქმით, ძირითადად შემოწირულობებით ხორციელდება. ბატონმა არჩილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულეებიც ფირად ხელგაშლილნი არიან და ამ საშვილიშვილო მშენებლობას საკმაოდ დიდ თანხებს სწირავენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც ქრისტიანული საქართველოს (და არა მარტო მისი) ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მშენებლობას ოდესმე რაიმეთი შეეწია.
2004 წლის 23 ნოემბერს 9 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც პირველად გაიჭრა წმიდა სამების ტაძრის საფუძველი. წელს სწორედ ამ დღეს იკურთხება იგი, როგორც სიმბოლო ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენისა.
გამოყენებული ლიტერატურა:
თეიმურაზ საგანელიძე „ათასწლეულის მშენებლობა“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 5 (212), 2003 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 49 (257), 2003 წ.
თამარ ასათიანი „სამების საპატრიარქო ტაძარი“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43 (301), 2004 წ.

ლურჯი მონასტერი
ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (ლურჯი მონასტერი) ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ვერის პარკის ტერიტორიაზე. ტაძარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას და სახელწოდება “ლურჯი” მიიღო ლურჯი ფერის შორენკეცების გამო, რითაც დაფარული იყო საყდრის გუმბათი.
ნაგებობაში გამოუყენებიათ ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები.
ეკლესია ქართლის მთავარეპისკოპოსთა საგვარეულო საძვალე იყო

ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია ყოფილა, უახლოვდებოდა XII - XIII საუკუნის მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანიას, ქვათახევი).
შენობა ძლიერ დაზიანდა მე-XVI - XVII საუკუნეებში, იმავე პერიოდში შეაკეთეს და ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს - შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს.
XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ტაძარში თოფისწამლის საწყობი მოაწყო. 1871 წელს კი, როცა სამხედროებმა ეკლესია დაცალეს მისი რეკონსრტუქცია დაევალა დეკანოზ იოანე ბასხაროვს. მონასტერს რესტავტაცია გაუკეთდა 1873 წელს - დაზიანებული კედლები შეაკეთეს აგურებით (ეს კარგად ჩანს ტაძრის კედლებზე) და დაუმატეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, რამაც დაამახინჯა ძეგლი.
ახალმა მიშენებებმა ტაძარს საგრძნობლად შეუცვალეს იერსახე.

მიუხედავად ასეთი შეკეთებებისა - ტაძრის აღმოსავლეთ კედლებზე შემორჩა თავდაპირველი დიდი ქვებით ნაშენი მხარე და მოჩუქურთმებული პირველსახის მქონე სარკმლები

წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

მისამართი: ავლაბარი, მეტეხის კლდე, რუისის ქუჩა.
ისტორია: რუისის ქუჩაზე, სადაც ამჟამად წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაა, გადმოცემის მიხედვით, ადრე წმიდა მარინეს სახელობის ტაძარი იდგა. ახალი ტაძრის მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 1998 წელს დაიწყო. მომავალი ეკლესიის საძირკველი დეკანოზმა თევდორემ (ამბროლაძე) აკურთხა. პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.
არქიტექტურა: ტაძარი მიდგმულ-აბსიდიანი ბაზილიკაა, გალერეით მტკვრის მხარეს. ტაძარი გალავნიანია. წმიდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია ძეგვის ბუნებრივი ფლეთილი ქვით და ძველი ქართული აგურით აშენდა. ნაგებობა გადახურულია ასევე ძველი ქართული კრამიტით. ტაძარს ქუჩის მხარეს აქვს სამრეკლო, ხოლო მის ქვეშ ცენტრალური შესასვლელია.
ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელია ბ-ნი ბიგი ჩხოლარია და მისი ოჯახი. სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ მშენებლები გიორგი ბერაია და ზურაბ ალანია. ქვის სამუშაოები შეასრულა ქვისმთლელმა მურთაზ ხვისტანმა. ტაძრის კანკელი ვარდისფერი ეკლარის ქვითაა აგებული.

წმინდა იოანეს სახალობის ეკლესია
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, ლურჯი მონასტრისგან რამოდენიმე მეტრში დგას. იგი კავკასიის მეფისნაცვალ გოლიცინის დაკვეთით აიგო 1898-1901 წლებში. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას მდგარა VII საუკუნეში დაარსებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი.
ეკლესია მცხეთა-თბილისის საეპარქიოს ეკუთვნოდა, თუმცა წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინებოდა. დღეს ღმრთისმსახურება ქართულად მიმდინარეობს.
ნაგებობა აგურითაა ნაშენი და გარედან თეთრად შებათქაშებული (ეკლესიის შეთეთრების ტრადიცია რუსეთში XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს). ტაძარს ოთხი შესასვლელი აქვს, რომლებიც გრძივი კედლების აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს სიმეტრიულად, ერთმანეთის საპირისპიროდაა გაჭრილი. ამათგან მოქმედი დასავლეთით მოცემული კარებებია.
ინტერიერი სადაა, აქ ერთმანეთს კედლების თეთრი და ცისფერი ბათქაში ენაცვლება. ეს უკანასკნელი აბსიდს, სფერულ გუმბათსა და თაღებს გამოჰყოფს. საკურთხევლის წინ აღმართული, ოქროსფრად მოვარაყებული იკონოსტასი მკვეთრ ფერადოვან აქცენტად აღიქმება.
ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ მხარეს ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომლისკენაც ამავე მხარეს, კედლის სისქეში დატანებული ქვის კიბე მიემართება.
სივრცე კონცენტრირებულია ფართო სფერული გუმბათის ქვეშ. ეს უკანასკნელი აბსიდისა და გრძივი კედლის შვერილებს ეყრდნობა.
ფასადები მუზარადისებრი თაღებით, წყობით გამოყვანილი წრეებით, ლილვებით, ნახევარსვეტებით, ზაკომარებითაა დანაწევრებული. მუდმივად ცვალებადი ფორმები და ელემენტთა სიმრავლე ნაგებობას სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღქმადს ხდის და დინამიურ რიტმს წარმოშობს.
ეკლესიას აღმოსავლეთით, ვიწრო ყელზე აღმართული, ცენტრალური და მის გარშემო განლაგებული ოთხი ცრუ გუმბათი ამშვენებს.
დასავლეთის მკლავზე მაღალი სამრეკლოა დაშენებული, რომელიც კონუსური სახურავითა და მცირე ,,ხახვისებრი თავით” გვირგვინდება.
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაცულია გენერალ-ლეიტენანტის, ლეონიდ ტელიაკოვსკის მიერ ტაძრისთვის შეწირული მაცხოვრის საფლავის ქვის ნატეხი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 7(

წმ. კვირიკესა ივლიტას სახელობის ეკლესია ერთ-ერთია იმ მრავალ ტაძართაგან, რომელიც დღეს საქართველოში აშენდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ტაძარი ჩვენი მომავალი თაობის თვალწინ, მათი უშუალო მონაწილეობით იქმნებოდა. ეკლესია ხომ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ეზოში აიგო.
წმ. კვირიკე და ივლიტა კი მცირეწლოვანთა მფარველებად ითვლებიან. სასიხარულოა ისიც, რომ პატარებს უშუალო შეხება აქვთ ეკლესიის წიაღთან, საშუალება გააჩნიათ პირველივე ნაბიჯებიდანვე ეზიარონ ღვთის სიტყვას და ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

четверг, 14 февраля 2008 г.

воскресенье, 9 декабря 2007 г.

Рождественские традиции

В Грузии Рождество,как и в других государствах, считается особенным и значительным торжеством. Государство, которое приняло христианство ещё в V веке, естественно относится к нему намного серьёзнее и традиции празднования наиболее глубоки и многообразны. На Рождество вся семья собирается вместе за праздничным столом, и сразу после наступления Рождества в дом приходит ”Меквле” (это человек, который своим приходом приносит счастье, мир,благо) и в знак блогополучия семьи вносит большой поднос со сладостями и подарки. Хозяева принимают дорогого гостя, следуюшими словами: "захадите "генацвале" (ласкательное обрашение,буквально-"жизнь моя за тебя"),и приглашают за стол. Грузинском застолье есть традициа, по которой выбирают ведушего, которого называют "тамадой".Во время тостов "тамада" использует разную специальную посуду для вина("канци", "пиала","чинчила"). эта посуда передаётся из рук в руки, и все присутствующие пьют предлагаемые тосты. В Грузии тостам придают большое значение. Каждый тост имеет свой корни, исходящие из грузинских обычаев. Тости часто имеют свою очередность, в зависимости от того торжества, в честь которого устраивается застолье. Традиционным напитком во время пиршества является вино. Грузия одна из ведущих винных стран мира.По этому сушествуют различные марки известных грузинских вин, которые украшают праздничный стол. В каталическом мире сушествует "Санта_клаус",а в Грузии его называют "Товлис Бабуа", который одет в традиционную грузинскую одежду,в частности, в белую бурку ("набади"), в грузинскую "чоху" с перекинутым через плечо "хурджини" (это мешок, вышитый грузинским орнаментом),наполненный подарками. На голове шапка из войлока. Рождество наступает сразу поста, поэтаму в семьях режут кабана(свинью), поросёнка, индейку и курицу.семья готовит разные традиционные блюда. В Грузии начинают накривать стол с хлеба и соли.
Грузини очень гордятся своим городом и показывают гостям достопримечательности столицы.







Характер грузинского народа очерь хорошо отображается в грузинских народних танцах.
>

Грузинская кухня!


.



Грузинский хлеб бывает разный, но чаще на стол кладут “шоти”, который пекут в специфдьних печах “тонэ". Эти печи с древних времён топят дравами.